31 ოქტომბერი 2020,   12:03
ვრცლად
კიდევ არის დარჩენილი გადასადგმელი ნაბიჯი, რომელიც საბოლოოდ გახსნიდა გზას კონსტიტუციური ცვლილებების მიღებისკენ - ბადრი ჯაფარიძე

პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე, პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ შეწყალების აქტს მიესალმება, თუმცა მისივე თქმით, კიდევ არის დარჩენილი ერთი ნაბიჯი, რომელიც კონსტიტუციური ცვლილებებისკენ გზას გახსნიდა და სადაც ოპოზიცია სრული შემადგენლობით იქნებოდა ჩართული.

"მივესალმებით პრეზიდენტის მიერ გადადგმულ ნაბიჯს, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, ის, რომ პოლიტიკური ლიდერები აღარ იყვნენ პატიმრობაში, თუმცა კიდევ არის დარჩენილი გადასადგმელი ნაბიჯი, რომელიც საბოლოოდ გზას გახსნიდა კონსტიტუციური ცვლილებების მიღებისაკენ, სადაც ოპოზიცია სრულად იქნებოდა ჩართული. ეს ყველაფერი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება," - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

ოპოზიციური პარტიის ლიდერები დღეს "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეიკრიბნენ, მათ შორის იყვნენ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. ოპოზიციონერების მთავარი მოთხოვნა ისევ ძალაში რჩება და ხელისუფლებისგან 8 მარტის დაპირების შესრულებას ითხოვენ.

დღის ამბები