31 ოქტომბერი 2020,   11:49
ვრცლად
რუსი მეცნიერი ფიქრობს, რომ ზაფხულის ბოლოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება

რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მასობრივი წარმოება შესაძლოა, აგვისტოში დაიწყოს, – ამის შესახებ რუსეთის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. ალექსანდრ გინცბურგის თქმით, ვაქცინის სავარაუდო წარმოების მიუხედავად, რუსეთის ყველა მოქალაქის ვაქცინაცია დაუყოვნებლივ არ მოხდება.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როდის იქნება შესაძლებელი რუსეთში კორონავირუსის წინააღმდეგ მოქმედი ვაქცინის რეგისტრაცია და წარმოება, რუსმა მეცნიერმა უპასუხა, რომ მისი აზრით, ეს ზაფხულის ბოლოს მოხდება.

"ვიმედოვნებ, რომ აგვისტოში. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა და არ იქნება მოულოდნელობა. მთელი ქვეყანა ამას მაშინვე ვერ მიიღებს. ჯანდაცვის სამინისტრო ფიქრობს, თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება. რა შესაძლებლობა შეიძლება, იქნას გამოთავისუფლებული, რათა მაქსიმალურად დაიტვირთოს ვაქცინის წარმოება"- განაცხადა ალექსანდრ გინცბურგმა.

დღის ამბები