24 ოქტომბერი 2020,   02:33
ვრცლად
ხვალიდან მარნეულში კარანტინის რეჟიმი გაუქმდება - ბოლნისში კი ორი სოფელი კვლავ ჩაკეტილია

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ორი სოფელი - მუშევანი და გეტა კვლავ ჩაკეტილია, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი ამბობს, რომ მდგომარეობის დასასტაბილურებლად ყველაფერს აკეთებენ. 

"ველოდებით რეკომენდაციებს, რომ ხვალიდან გარკვეული შეზღუდვები მუნიციპალიტეტში მოიხსნას,"- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი აღნიშნავს, რომ ხვალიდან მარნეულის მუნიციპალიტეტი გაიხსნება.

"ხვალიდან მარნეულში კარანტინის რეჟიმი გაუქმდება და გაიხსნება რეგიონი. მარნეულელებს ექნებათ თავისუფლად გადაადგილების საშუალება,"- განაცხადა ზაურ დარგალმა.

რაც შეეხება სხვა რაიონებს, აქტიურად მიმდინარეობს ყველგან თერმოსკრინინგი. ზუგდიდში 15-მდე მოზარდია კარანტინში გადაყვანილი წერეთლის ქუჩიდან, რადგან მათ დაინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი.

 

დღის ამბები