31 ოქტომბერი 2020,   11:48
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახანძრო-სამაშველო სწავლება "მეტროპოლიტენი 2020" ჩაატარა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახანძრო-სამაშველო სწავლება "მეტროპოლიტენი 2020" ჩაატარა. სწავლება თბილისის მეტროს რამდენიმე სადგურში და მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარეობდა. იმიტირებული სწავლების ფარგლებში მეხანძრე-მაშველებმა სადგურებში ცეცხლი ჩააქრეს.

შესაბამისი უწყების თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ სწავლება მომავალშიც ჩატარდება, რომლის მიზანიც რეალურად არსებული საგანგებო სიტუაციის დროულად აღმოფხვრაა. 

"მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც იგეგმება, კერძოდ კი, მასობრივი თავშეყრის ადგილებში. აღნიშნული სწავლება ჩემი შეფასებით ნორმალურად ჩატარდა. მისი მონიტორინგი კამერების საშუალებით ხორციელდებოდა,"- აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით კი, სწავლება რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული იყო და მსგავსი ღონისძიებების პროცესში, ისინი ხარვეზების აღმოფხვრაზე იმუშავებენ.

დღის ამბები