24 ოქტომბერი 2020,   02:08
ვრცლად
ოკუპანტებმა ფახულანი-საბერიოს მონაკვეთზე გავლებულ მავთულხლართებთან აკაციის სარები მიიტანეს და ადგილზე დატოვეს

რუსმა მესაზღვრეებმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ფახულანი-საბერიოს მონაკვეთზე გავლებულ მავთულხლართებთან აკაციის სარები მიიტანეს და ადგილზე დატოვეს.

სოფელ ფახულანის გამგებელი ვარაუდობს, რომ ოკუპანტებს, შესაძლოა 2008 წელს აღმართული საბჯენების გამოცვლა სურდეთ. მისივე ინფორმაციით, მათ ადგილზე სამუშაოები არ დაუწყიათ და არც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა უცდიათ.

ფახულანისა და საბერიოს მონაკვეთზე უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურიც ეხმაურება. სუსის განცხადებით აღნიშნული ფაქტის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

უწყების განცხადებით, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას.

დღის ამბები