24 ოქტომბერი 2020,   02:01
ვრცლად
ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა - მათ შორის ერთი ორსული ქალია

ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ორსული ქალია. თვითმხილველების თმით "ტოიოტას" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურს შეეჯახა. სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ 3 დაშავებული სენაკში კლინიკა "სებამედში" გადაიყვანა.

"ადგილზე მისულ სასწრაფო ბრიგადას დახვდა რამდენიმე დაშავებული, რის გამოც დამატებითი, მეორე ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. შედარებით მძიმეა ქვეითად მოსიარულე მამაკაცის მდგომარეობა, მას ტრავმები მიღებული აქვს თავისა და მუცლის არეში.

რაც შეეხება ქვეითად მოსიარულე ქალსა და ავტომობილში მყოფ ორსულ ქალს, მათ აღენიშნებათ მრავლობითი ზედაპირული დაზიანებები, თუმცა ორივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია  276 -მუხლის მე-2 ნაწილით. . 

დღის ამბები