24 ოქტომბერი 2020,   01:30
ვრცლად
არსებობს თუ არა სპეციალური რეკომენდაციები ბავშვიანი ოჯახებისთვის, სად გაატარონ ზაფხული - პაატა იმნაძე მოქალაქეებს საქართველოში დასვენებას ურჩევს

დაავადება კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მოქალაქეებს ზაფხულის სეზონზე ქალაქიდან გასვლისა და დასვენების დაგეგმვის რეკომენდაციებს აძლევს. კითხვაზე - როგორ უნდა დაგეგმონ ბავშვიანმა ოჯახებმა ზაფხულის სეზონი, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ეს მოქალაქეებისვე გადასაწყვეტია.

"ზოგს მთა მოსწონს, ან ზღვა, დაგეგმონ გემოვნების მიხედვით. გასაგებია, რომ რაც არ უნდა უცხოელი ტურისტებისთვის კარიბჭეები გავხსნათ, მაინც იმდენი არ იქნება უცხოელი ტურისტი, ამიტომ მაქსიმალურად  მისასალმებელი იქნება, თუ წელს ყველანი გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის ტურისტულ შესაძლებლობებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად ჩვენივე შიდა ტურიზმი განვავითაროთ,“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.  

დღის ამბები