31 ოქტომბერი 2020,   12:00
ვრცლად
შესაძლებელია თუ არა, კორონავირუსით დაავადებულებს საქართველოში პლაზმით უმკურნალონ - ამირან გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე ე.წ. პლაზმურ კვლევასა და მისი გამოყენების მეთოდებზე საუბრობს. გამყრელიძის თქმით, ეს არ იქნება ფართო მასშტაბის მკურნალობის წესი. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მკურნალობის აღნიშნული მეთოდი უკვე წარმატებით ჩატარდა ერთ პაციენტზე. 

"ეს არ არის ე.წ. ძალიან ფართოდ გამოყენებადი მეთოდი, რომელიც, შეგიძლიათ, გამოიყენოთ 100, 200, 2000 და ა.შ. ავადმყოფზე, თუ ასეთი იქნა. ეს არის მთელ რიგ შემთხვევებში და მას აქვს ჩვენებები, მძიმე ავადმყოფებში როდის უნდა გამოიყენო ე.წ. პლაზმა და მე როგორც ვიცი, საქართველოში ეს მეთოდი მუშავდება, დამუშავებულია ბატონი თენგიზ ცერცვაძის ჯგუფის ხელმძღვანელობით და მე რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, უკვე ერთ ავადმყოფზე ეს წარმატებით არის ჩატარებული,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

დღის ამბები