24 ოქტომბერი 2020,   01:11
ვრცლად
თუ საკონსტიტუციო პროექტი ჩავარდება, ყველა დაინახავს ვისი სპეკულაციების გამო ჩავარდა ეს პროექტი - მამუკა მდინარაძე

მმართველი გუნდი 8 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების შესახებ გაკეთებული განცხადებების ფონზე ოპოზიციას სპეკულაციაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" შეთანხმების  განხორციელებას მხარს უჭერს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, საკონსტიტუციო პროექტის ჩაშლა მხოლოდ ოპოზიციის ბრალი იქნება, რადგან მმართველი გუნდი პროექტის განსახორციელებლად მზად არის.

"ყველა ქმედება, რომელიც შეიძლება აღქმული იყოს როგორც სასამართლოში ასევე მართლმსაჯულებაში ჩარევა, უნდა იყოს აღკვეთილი. ისინი აპირებენ ჩარევას და ამტკიცებენ სრულიად საპირისპიროს. ჩვენ გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ქართული ოცნება" მხარს უჭერს საკონსტიტუციო პროექტს, ხოლო თუ პროექტი ჩავარდება, ყველა დაინახავს რატომ და ვისი სპეკულაციების გამო ჩავარდა ეს პროექტი," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, 8 მარტის შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ისევ ურთიერთბრალდებების საბაბია. მმართველი გუნდის განცხადებით, შეთანხმებაში პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა. საპირისპიროს ამტკიცებს ოპოზიცია.

დღის ამბები