24 ოქტომბერი 2020,   02:29
ვრცლად
"შიშში ვცხოვრობთ... ყველანაირი ბოსტნეული დაზიანდა" - კახეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

კახეთში ზარალს ითვლიან. ძლიერმა წვიმამ რეგიონში რამდენიმე მუნიციპალიტეტის 20-მდე სოფელი დააზარალა. ამინდის გაუარესების და გადაუღებელი წვიმის გამო ადიდდა მდინარეები.

ადიდებულმა მდინარეებმა დააზიანეს ინფრასტრუქტურაც. წყლის დიდმა ნაკადმა მოანგრია ყვარელში მდებარე საამქროც. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

"ცოტას იწვიმებს და მდინარე გადმოდის სოფელში. შიშში ვცხოვრობთ და ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. კიტრი, ლობიო, ხახვი - ყველანაირი ბოსტნეული დაზიანდა. მთავრობისგან დახმარება გვინდა, წლებია ყურადღებას არავინ გვაქცევს", - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ზარალის დათვლის შემდეგ მუნიციპალიტეტი გადაწყვეტს,  როგორ უნდა დაეხმარონ დაზარალებულ ოჯახებს.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი აცხადებს, რომ მაქსიმალური ძალებით ცდილობენ პრობლემების აღმოფხვრას.

"ამ წუთებში მუშაობს 4 მძიმე ტექნიკა როგორც ხევებზე, ასევე მდინარეებზე. 33 ტონიანი ტექნიკა მუშაობს ადიდებულ მდინარეზე, რომ აღმოვფხვრათ მაქსიმალურად პრობლემები,"- განაცხადა როსტომ სესიაშვილმა.

დღის ამბები