31 ოქტომბერი 2020,   11:49
ვრცლად
ავარია წყალტუბოში - ავტომობილი გზიდან გადავარდა და ბუნებრივი აირის მილს დაეჯახა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, თერნალის დასახლებაში,  ავტომობილი გზიდან გადავარდა და ბუნებრივი აირის მილს დაეჯახა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა. შეჯახების შედეგად მძღოლი ავტომობილიდან გადავარდა, დაზიანდა გაზის მილი.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები იყო მობილიზებული. დაშავებული მამაკაცი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.

დღის ამბები