06 დეკემბერი 2020,   05:53
ვრცლად
პირველი ქართული ბრაუზერი "სთექი" უკვე ხელმისაწვდომია - ახალი პლატფორმა აპლიკაციების ერთ სივრცეში განსათავსებლად

"სთექი" პირველი ქართული ბრაუზერია. ახალი პლატფორმა ინტენსიურად გამოყენებადი აპლიკაციების დახარისხებაში გვეხმარება. იმას, ვინც ინტერნეტში დიდ დროს ატარებს, ახლა შეუძლია ამ სმარტბრაუზერით ისარგებლოს და საყვარელი აპლიკაციები ერთ სივრცეში მოაქციოს.

ბრაუზერის გადმოწერას ახლავს ინსტრუქცია, რომელიც პროგრამის დაინსტალირებაში გვეხმარება. პლატფორმა საქართველოსა და ჰოლანდიაში შეიქმნა და აქტიურ მოხმარებაში დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ ჩაეშვა. სმარტბრაუზერი თავდაპირველად მხოლოდ "მაკისთვის" იყო განკუთვნილი, რამდენიმე დღის წინ კი ვინდოუსის მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა. დამფუძნებლები განსაკუთრებით უსაფრთხოების კუთხით მუშაობდნენ, ახლა "სთექიში" ყველა მომხმარებლის პირადი ინფორმაცია პერსონალურად ინახება.

"სთექმა" პირველი დაფინანსება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსგან მიიღო. ახლა მას მსოფლიოში 30 000-მდე მომხმარებელი იყენებს, ხოლო საქართველოში პროგრამა ბოლო 3 დღეში 5 000-მა ადამიანმა გადმოწერა. გუნდი 8 წევრისგან შედგება, რომელთაგან ძირითადი ნაწილი ჰოლანდიიდან მუშაობს.

"სთექის" შექმნა მომავალში მობილური აპლიკაციის სახითაც იგეგმება. პირველი ქართული ბრაუზერის გადმოწერას მალე შევძლებთ პლანშეტებსა და მობილურ ტელეფონებშიც, სადაც ჩვენ მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებული პროგრამები თავს ერთ სივრცეში მოიყრის.

დღის ამბები