06 დეკემბერი 2020,   06:02
ვრცლად
ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან სამართალდამცველთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული

ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2 დღის წინ ხულიგნობის მუხლით დაკავებული რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს სადაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

სასამართლოს შენობასთან ბრალდებული პირების ოჯახის წევრები და ახლობლები არიან შეკრებილნი. ადგილზე ასევე მობილიზებულია სამართალდამცველთა დიდი რაოდენობა.

რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე სამართალდამცველებმა 2 დღის წინ 239-ე მუხლით დააკავეს, რაც ჯგუფურ ხულიგნობას გულისხმობს. დაკავების მიზეზი კონფლიქტი გახდა რა დროსაც რამდენიმე პირი ცივი იარაღით დაიჭრა.

რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ დაკავება უკანონოდ მოხდა და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ. ამავე მოთხოვნით ისინი გუშინ აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ და აქცია გამართეს, სადაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

დღის ამბები