06 დეკემბერი 2020,   06:09
ვრცლად
გუდაურში მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 6 პირს სასამართლომ 2000-2000 ლარიანი გირაო შეუფარდა

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ, მერაბ კობიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულ, ექვსივე პირს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობის ნაცვლად 2000-2000 ლარიანი გირაო შეუფარდა. 

მომდევნო სხდომა 23 ივნისს ჩაინიშნა, სადაც მტკიცებულებებზე იმსჯელებენ. 

შეგახსენებთ, რომ გუდაურში 16 თებერვლის ღამეს ორ მხარეს შორის დაპირისპირება სამ სხვადასხვა ადგილზე მოხდა, საბოლოო ლოკაცია გუდაური კაზინოსთან იყო, სადაც რამდენიმე გასროლით თაზო გორთამაშვილი გარდაიცვალა, კიდევ ერთი პირი კი მძიმედ დაიჭრა. 

დღის ამბები