24 ოქტომბერი 2020,   01:54
ვრცლად
ზვიად კუპრავა მასზე თავდასხმის ფაქტის დროულად გამოძიებას მოითხოვს

ზვიად კუპრავა მასზე თავდასხმის ფაქტის დროულად გამოძიებას მოითხოვს. როგორც ის ამბობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მანქანა, თავდასხმის პერიოდში, მის სახლთან ჩნდებოდა და გადაადგილების მარშრუტს აკვირდებოდა. მისივე მტკიცებით, თავდასხმის ორგანიზატორი ვახტანგ გომელაურია.

"მოვითხოვ 3 კონკრეტულ რამეს დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და პროკურატურისგან,  პირველი- აღმიდგეს უკანონოდ შეზღუდული წვდომა საქმეზე, ვინაიდან მე ვარ  დაზარალებული ოფიციალურად და ნებისმიერ დროს მაქვს უფლება გავეცნო საქმის მასალებს, მეორე- გამოიკვლიონ ვისია ეს მანქანა და დაიკითხოს აღნიშნული მანქანის მძღოლის და მესამე- დაუყოვნებლივ იქნას გახსნილი აღნიშნული თავდასხმის საქმე. ამ საქმის გახსნა არის უმარტივესი რამ, იმ შემთხვევაში თუ ამის პოლიტიკური ნება იქნება," - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

დღის ამბები