31 ოქტომბერი 2020,   12:30
ვრცლად
COVID-19-ით გარდაცვლილი მე-10 პაციენტი ვირუსის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლია

კორონავირუსით გარდაცვლილ მე-10 პაციენტს იმ პროტოკოლის შესაბამისად დაკრძალავენ, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შეიმუშავა. 45 წლის ქალი საავადმყოფოში თვეზე მეტ ხანს მკურნალობდა. პერიოდულად მდგომარეობის მცირედით გაუმჯობესების მიუხედავად მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა და გარდაცვალების ფაქტი დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში დაფიქსირდა.

მას აღენიშნებოდა არტერიული ჰიპერტენზია და უნივერსალური სიმსუქნე. ყველაზე ახალგაზრდა პაციენტის გარდაცვალება ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან მეშვიდე კვირას დაფიქსირდა. ეს არის დრო, რომელზეც სპეციალისტები პიკს პროგნოზირებდნენ.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ხოჯევანიშვილის განმარტებით, COVID-19-ით გარდაცვლილი მე-10 პაციენტი, სხვა რეგიონიდან იყო გადაყვანილი.

"ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. გარდაიცვალა 1 პაციენტი, რომელიც არ იყო ჩვენი რეგიონიდან. იყო რეგიონში სხვა დაწესებულებიდან გადმოყვანილი, სავარაუდოდ სადაც დაუდასტურდა COVID-19.

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს არც ადგილზე დადასტურებული შემთხვევაა და არც ადგილობრივია. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ მას სხვა გვერდითი ჯანმრთელობის პრობლემებიც ჰქონდა," - აცხადებს გიორგი ხოჯევანიშვილი.

დღის ამბები