31 ოქტომბერი 2020,   11:15
ვრცლად
Soft Eject 30 წლიანი ისტორია გრძელდება - ჯგუფმა მესამე ალბომი connecting times გამოსცა

Soft Eject-ის  ახალ, რიგით მესამე ალბომში ყველა კომპოზიცია მზადაა.

connecting times 10 სიმღერას აერთიანებს, სადაც უცნობ სიმღერებსაც მოისმენთ. ვახო ბაბუნაშვილი, ირაკლი ჭელიშვილი, ნოდარ მანჩხაშვილი და გია ქარჩხაძე მსმენელს ახალ ალბომს ვირტუალურ სივრცეში სთავაზობენ. ჯგუფის 30 წლიანი ისტორია გრძელდება.

Soft Eject თბილისში 1990 წელს 5-მა მეგობარმა ჩამოაყალიბა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ქართული როკჯგუფი პირველად 3 წლის წინ "ოფენ ეარ-ზე" გამოჩნდა. ალბომის მზადება ჯგუფმა სწორედ ამ კონცერტის შემდეგ დაიწყო.

90-იანი წლების როკჯგუფის ალბომში  ცნობილ სიმღერას Tell me why შეხვდებით. გარდა ამისა, ჩამონათვალში ისეთი სიმღერები შედის, რომელიც ჯგუფის დაარსების პერიოდში დაიწერა, თუმცა არ გამოქვეყნებულა.

connecting times ბენდის ოფიციალურ იუთუბგვერდზე მსმენელს ვირტუალურად შეუძლია მოისმინოს.

დღის ამბები