24 ოქტომბერი 2020,   01:43
ვრცლად
"ეს არის გაფრთხილება, ნუ დაგავიწყდებათ, სახლში უნდა გქონდეთ ნაკურთხი წყალი, სეფისკვერი"- ილია მეორე პანდემიაზე

გიორგობის დღესასწაულზე ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. წირვას ესწრებოდნენ მაღალი იერარქიის სასულიერო პირებიც. ლოცვის შემდეგ ილია მეორემ იქადაგა.

პატრიარქის თქმით, მსოფლიო განიცდის ეპიდსიტუაციას. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ვითარებას საქართველო აუცილებლად გაუმკლავდება.

"მსოფლიო განიცდის იმას, რაც ხდება მსოფლიოში. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს სასჯელია თუ გაფრთხილება? ეს არის გაფრთხილება. ნუ დაგავიწყდებათ, სახლში უნდა გქონდეთ ნაკურთხი წყალი, სეფისკვერი," - განაცხადა ილია მეორემ.

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) განაცხადა, რომ ეკლესია ილია მეორეს მეთაურობით კიდევ მრავალ განსაცდელს გაუძლებს.

"ეკლესია მრავალ განსაცდელს გაუძლებს კიდევ, ჩვენი პატრიარქის მეთაურობით, რომელსაც, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ თვალწინ ნამდვილი, ჭეშმარიტი მოწამეობრივი ღვაწლი გასწია და გადაარჩინა კიდევ ერთხელ ეკლესია და მრევლი, კიდევ ერთხელ დაამოწმა სიმართლე," - განაცხადა მიტროპოლიტმა. 

დღის ამბები