31 ოქტომბერი 2020,   12:37
ვრცლად
არა მხოლოდ კონტროლში, არამედ გადაწყვეტილების მიღებაში ვიღებთ აქტიურ მონაწილეობას - მამუკა მდინარაძის თქმით, პარლამენტი ნორმების დაცვით აგრძელებს მუშაობას

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა "ღამის კურიერის" ეთერში იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც საკანონმდებლო ორგანო სრულფასოვან მუშაობაზე ვერ გადადის. მამუკა მდინარაძის თქმით, პარლამენტი მოქმედებს გაწერილი ნორმების შესაბამისად, თუმცა ამავდროულად პარლამენტის საქმიანობა რჩება აქტიური:

"არსებობს გაწერილი ნორმები, მათ შორის კონსტიტუციაში და რეგლამენტში, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის დროს იყენებს პარლამენტი და ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება. თუ ვინმეს უნდა რომ დანერგოს ახალი პრეცედენტი და ღმერთმა დაგვიფაროს და წლების შემდეგ კიდევ დაგვჭირდეს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადება და  აქ უნდა იყოს დებატების სრულფასოვანი, როგორც მიდის სხვა შემთხვევაში პარლამენტში და იგივე რეჟიმში ვმუშაობდეთ, ეს არის დილეტანტიზმი, ამისი გაცხადება და მსგავსი განცხადების გაკეთება. საპარლამენტო საქმიანობა არის აქტიური, ვერ ნახავთ მიმართულებას სადაც პარლამენტის წევრები გაცილებით აქტიურად არ არიან ჩართულები სხვადასხვა საქმიანობაში, მაგრამ ეს არ არის ისეთი საქმიანობა, როგორც ხდება ჩვეულებრივ სიტუაციაში," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ

მისი თქმით, არასწორია ოპონენტების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ სრულფასოვანი საპარლამენტო ცხოვრება განაახლა, მდინარაძემ მაგალითად საფრანგეთი მოიყვანა და განაცხადა, რომ საფრანგეთის პარლამენტმა ყველა იმ საკითხის განხილვა გადადო, რომელიც პანდემიასთან არაა კავშირში.

მამუკა მდინარაძის თქმით, პარლამენტი აქტიურადაა ჩართული ქვეყნისთვის ამ ეტაპზე ყველა აქტუალურ საკითხში:

"ერთი არის კრიზისის მართვა, ამაში ჩართულები ვართ და არათუ კონტროლს არამედ გადაწყვეტილების მიღებაში ვიღებთ აქტიურ მონაწილეობას. მეორე არის ჯანდაცვის მენეჯმენტი, დიმიტრი ხუნდაძე არის ჩართული გადაწყვეტილების მიღების და კონტროლში ჩართული, კლინიკების შემოწმებაშიც, მესამეა ეკონომიკის მიმართულება, პარლამენტის 8 წევრი შესაბამისი კომიტეტების ჩათვლით ჩართულები არიან ასევე არა მხოლოდ კონტროლში, არამედ გადაწყვეტილების მიღებაში," - განაცხადა მდინარაძემ.

დღის ამბები