31 ოქტომბერი 2020,   11:42
ვრცლად
იქნება თუ არა უსაფრთხო ზღვაში ბანაობა - ხათუნა ზახაშვილის განმარტება

როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა ზღვის სეზონის დადგომის შემდეგ სანაპიროზე - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა სამსახურის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის თქმით, ზღვაში ბანაობასა და კოვიდ 19-ს შორის პირდაპირი რისკი ჯერ არავის დაუდგენია.

"სამხრეთის ქვეყნებში, სადაც ზღვის სეზონმა უკვე გაიარა, გარკვეულ წესებს მიმართავდნენ - ეს იყო ფიზიკური დისტანცირება, რაც გულისხმობდა იმას, რომ პლაჟებზე თავშეყრა იყო კონტროლირებული. შევხედოთ როგორი იქნება ეპიდსიტუაცია ზღვის სეზონის გააქტიურებასთან ერთად," - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა. 

მისი თქმით, რეკომენდაციები სეზონთან მიახლოებისას უფრო ზუსტი იქნება, თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ ფიზიკური დისტანციის დაცვით "არც ზღვის პირას გასეირნება იქნება ურიგო.". 

დღის ამბები