31 ოქტომბერი 2020,   12:26
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი იზრდება, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში რეგულაციები იხსნება

3 მილიონ ნახევარზე მეტი ინფიცირებული და თითქმის 250 000 გარდაცვლილი - ასეთია მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების ბოლო მონაცემები.

აქედან, ყველაზე მეტი ინფიცირებული და დაღუპული ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს. ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ ფატალური შემთხვევების რიცხვი 100 000-ს არ გაცდება.

ევროპის კონტინენტი კი, რომელიც თავის დროზე პანდემიის გამო წითელ ზონად გამოცხადდა, კარანტინის გამო დაწესებულ მკაცრ ზომებს ამსუბუქებს. დღეიდან გერმანიაში სალონები, რელიგიური დაწესებულებები და მუზეუმები გაიხსნება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზოგიერთ რეგიონში ეტაპობრივად გაიხსნება სკოლები, სპორტული დარბაზები. დახურული რჩება ბარები და რესტორნები.

ესპანეთში კი სავალდებულო ხდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეების ტარება. იხსნება მცირე სასურსათო მაღაზიები და სალონები. სავაჭრო დაწესებულებების უმეტესობა მუშაობას ბელგიასა და პოლონეთშიც განაახლებს.

მიუხედავად იმისა, რომ სომხეთში ინფიცირების შემთხვევები იზრდება, ქვეყნის მთვარობამ მაღაზიების, რესტორნებისა და ბარების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

დღის ამბები