24 ოქტომბერი 2020,   02:23
ვრცლად
თბილისი და რუსთავი კვლავ ჩაკეტილია - შეზღუდვები ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად მოიხსნება

თბილისი და რუსთავი ჯერჯერობით კვლავ ჩაკეტილია. მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვის მოხსნა მომიჯნავე რეგიონების ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

როგორც რუსთავის მერი ამბობს, თუ ვითარება დადებითი დინამიკით წავა, კვირის ბოლოს გახდება ცნობილი, როდის მიეცემათ მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება.

ჩაკეტილი ქალაქები მხოლოდ ერთხელ და ისიც მხოლოდ მათთვის გაიხსნა, ვისაც ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნება სურდა.

"ალბათ კვირის ბოლომდე არსებული პროცესები დაკავშირებული იქნება პანდემიის შესახებ რეგულაციებზე და იმაზე, რამდენი ახალ ფაქტი იქნება გამოვლენილი," - ამბობს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა.

 

დღის ამბები