31 ოქტომბერი 2020,   11:40
ვრცლად
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა კორონავირუსის პიკი გადაიტანეს - დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის დირექტორი

მსოფლიოში კორონავირუსით თითქმის 249 ათასი ადამიანი დაიღუპა. აქედან 130 ათასი ევროპის კონტინენტზე. ევროპაში, რომელიც თავის დროზე პანდემიის გამო წითელ ზონად იქცა, ახლა ინფიცირების დინამიკა იკლებს. სახელმწიფოების უმეტესობა კი, მკაცრ ზომებს ამსუბუქებს. 

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა კორონავირუსის პიკი გადაიტანეს - ამის შესახებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის დირექტორმა დღეს გამართულ ვიდეო კონფერენციაზე განაცხადა.

ანდრეა ამონის თქმით, ამ დროისთვის ევროპის ქვეყნების უმეტესობაში ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ვარდნა ფიქსირდება.

"მთელს მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების თითქმის 3 მილიონ ნახევარი შემთხვევა გვაქვს. შემთხვევათა უმეტესი ნაწილი ევროპის ტერიტორიაზე დაფიქსირდა. შესაბამისად გარდაცვლილთაგან 130,000 ადამიანი სწორედ ევროპის კონტინენტის მკვიდრია, თუმცა გვაქვს გარკვეული პროგრესი.

გასულ თვესთან შედარებით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 45%-ით შემცირდა. მხოლოდ ერთი ქვეყანაა ევროკავშირის მასშტაბით, სადაც ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ იზრდება. იმედი გვაქვს ეს მაჩვენებელი ბულგარეთში დროულად შეიცვლება," - განაცხადა დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის დირექტორმა ანდრეა ამონიმ.

ბოლო ინფორმაციით, ევროპის მასშტაბით "კოვიდ-19"-ს 130 000 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები