31 ოქტომბერი 2020,   11:22
ვრცლად
საქართველოში მოქმედ ანტიკორონავირუსულ აპლიკაციაზე  "Stop Covid" სტატია ფრანგულ გამოცემებში გამოქვეყნდა

საქართველოში მოქმედ ანტიკორონავირუსულ აპლიკაციაზე "Stop Covid" სტატია ფრანგულ გამოცემებში გამოქვეყნდა. აპლიკაციებზე ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც საფრანგეთში მსგავსი აპლიკაციის გაშვება დაანონსდა. 

გამოცემა Zdnet.fr-ის ინფორმაციით, «Stop Covid» აპლიკაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის ავსტრიული არასამთავრობო ორგანიზაცია Novid20-თან და კომპანია Dolphin Technologies-თან თანამშრომლობით შეიქმნა. ის იმავე პრინციპით მუშაობს, როგორც ფრანგული აპლიკაცია იმუშავებს - თითოეულ მომხმარებელს ანიჭებს უნიკალურ იდენტიფიკატორს და ინფორმაციას დაშიფრული სახით მათივე მობილურ ტელეფონში ინახავს - წერს ფრანგული გამოცემა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ფრანგულისგან განსხვავებით ქართული «Stop Covid» აპლიკაციის მომხმარებლებს შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ, როდის და რა ინფორმაცია გასცენ. ფრანგებისთვის განკუთვნილი აპლიკაცია სავარაუდოდ 11 მაისიდან გახდება ხელმისაწვდომი.
გამოცემა აპლიკაციასთან დაკავშირებით, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადების ნაწილსაც აქვეყნებს.

"აპლიკაცია არის ძალიან ზუსტი და მარტივი გამოსაყენებლად, იგი დაგვეხმარება გაცილებით უფრო სწრაფი რეაგირების განხორციელებაში. ჩვენ გვსურს პაციენტების არსებული საუკეთესო სამედიცინო პრაქტიკით უზრუნველყოფა და შესაბამისად დაავადებასთან ყველა არსებული შესაძლებლობებით, ბრძოლა," - ნათქვამია გამოცემაში.

დღის ამბები