27 ნოემბერი 2021,   04:29
ვრცლად
5 მაისიდან ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობა განახლდება

5 მაისიდან ავტოსარემინტო კომპანიების მუშაობა განახლდება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანია როგორც ლოჯისტიკური ბიზნესისთვის, ასევე გადაზიდვებისთვის.

"ხვალიდან ნებადართული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც ლოჯისტიკური ბიზნესისთვის, ასევე გადაზიდვებისთვის და ესეც ის ნაბიჯია, რომლის განხორციელების შესაძებლობა ჩვენ დღეს გვაქვს,"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ხვალიდან საქართველო კორონავირუსის გამო შეზღუდული ეკონომიკის ამუშავების მეორე ეტაპზე გადადის. 

დღის ამბები