27 ნოემბერი 2020,   15:07
ვრცლად
"ლელო" ხელისუფლებას მოუწოდებს, მედიაბიზნესი გადასახადებისგან სამი წლით გაათავისუფლოს

ლელო ხელისუფლებას მოუწოდებს, შეარბილოს მედიაზე საგადასახადო წნეხი და სულ მცირე, სამი წლის განმავლობაში მედიაბიზნესი გადასახადებისგან სრულად გაათავისუფლოს.

პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, ვირუსით გამოწვეული კრიზისი მედიის ფინანსურ სტაბილურობას განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აყენებს.

"ლელო საქართველოსთვის" ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, შემოთავაზებული ინიციატივა ანტიკრიზისული ხედვის ნაწილად აქციოს.

"მედია, როგორც ბიზნესზე და სარეკლამო შემოსავალზე პირდაპირ მიბმული ინსტიტუტი, დღეს ძალიან რთულ ვითარებაში იმყოფება. მედიის შემოსავალი იკლებს და პირდაპირ არის დამოკიდებული ბიზნესის შემოსავალზე. ზუსტად ამიტომაც მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სულ მცირე, სამი წლით მედია, როგორც ბიზნესი, გაათავისუფლოს ყველა ტიპის გადასახადისგან. ეს ინიციატივა შეეხება როგორც ცენტრალურ მედიას, ასევე ადგილობრივ/რეგიონულ მედიასაშუალებებს, ონლაინმედიას და რადიოს," - განაცხადა საბა ბუაძემ.

დღის ამბები