06 დეკემბერი 2020,   05:57
ვრცლად
სინოდმა რატომ უნდა განიხილოს? მე უკვე განვიხილე, მღვდელმოქმედება ავუკრძალე მამა დავითს - მეუფე იობი

უნდა განიხილოს თუ არა სასულიერო პირებს შორის მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის საკითხი საპატრიარქომ და წმინდა სინოდმა - მეუფე იობის მოსაზრებით, ეს საკითხი სინოდმა არ უნდა განიხილოს, რადგანაც მან უკვე რეაგირება მოახდინა და დაკავებულ მღვდელს ღვთისმსახურების უფლება შეუჩერა.

დაკავებული ბერი ამ დროისთვის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

"სინოდმა რატომ უნდა განიხილოს? ეს არის განსახილველი ადგილობრივ ეპარქიაში. მე ეგ უკვე განვიხილე, მღვდელმოქმედება ავუკრძალე მამა დავითს. აი ეს არის სასჯელი, მეტი სასჯელი ჩვენ არ შეგვიძლია.

მამა საბა კი ჩვეულებრივად წირავს, ლოცულობს.

ახლა სასამართლო გაარკვევს ყველაფერს,“ - აცხადებს მეუფე იობი.

დღის ამბები