06 დეკემბერი 2020,   06:03
ვრცლად
ნასვამ მდგომარეობაში ადამიანს განსჯის უნარი არ აქვს - მეუფე იობი დაკავებული ბერის შესახებ

იმ ეპარქიის მიტროპოლიტი, სადაც სასულიერო პირებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, პირველ განცხადებას აკეთებს. დაპირისპირება არა მონასტრის სასულიერო პირებს, არამედ ერისკაცებს შორის მოხდა - აცხადებს მეუფე იობი.

მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული სასულიერო პირის საქმეზე მიტროპოლიტის პასუხი ის არის, რომ დაპირისპირება ეპარქიის ტერიტორიაზე არ მომხდარა. მისი კიდევ ერთი არგუმენტი დაპირისპირებაში მონაწილე პირების ალკოჰოლური თრობაა. მეუფე იობის თქმით, ნასვამ მდგომარეობაში ადამიანს განსჯის უნარი არ აქვს.

მეუფე იობი დაპირისპირების მოტივთან დაკავშირებით დეტალურად არ საუბრობს. ერთადერთი, რაც დღეს მეუფე იობმა აღნიშნა, დაპირისპირების მოტივი გახდა ტაძარში სტუმრად მყოფ პირებს შორის დაწყებული ჩხუბი გახდა, რომელშიც სასულიერო პირებიც ჩაერივნენ.

მეუფე იობის თქმითვე, სასულიერო პირები ადგილზე, მისი თანდასწრებით შერიგდნენ.

სხვა ვერსია აქვს გამოძიებას. გამოძიების ინფორმაციით, დავით კობაიძე ჩაუსაფრდა მისივე მეგობარ სასულიერო პირს და ესროლა. მეუფე იობი ადასტურებს, რომ გასროლას ადგილი ნამდვილად ჰქონდა, თუმცა ეჭვქვეშ აყენებს გამოძიების ვერსიას, რომ ნატყვიარები, რომელიც საბა ჟღენტის ავტომობილს აქვს, მამა დავითის მიერ განხორციელდა, რადგანაც მეუფე იობის თქმითვე, როდესაც მამა დავითმა ისროლა, ტყვია საბა ჟღენტის ავტომობილს არ მოხვედრია.

მეუფე იობი გამოძიებას მოუწოდებს დაადგინოს თუ ვინ მოახდინა საბა ჟღენტის ავტომობილის მისამართით გასროლა.

"ინციდენტი? რა ინციდენტი? სისხლიანი დაპირისპირება? თქვენ თვლით, რომ სისხლიანი დაპირისპირება იყო? 

ნასვამმა მდგომარეობამ არ იცის არც ერის კაცი და არც სასულიერო პირი. მანამდე იშვიათად სვამდა, თავს იკავებდა, ყოველთვის ცდილობდა, რომ თავი შეეკავებინა. 

სიმართლეს გეტყვით, რომ მათ ჩხუბი არ ჰქონიათ ერთმანეთთან. პირიქით, იმ დღეს მამა საბა იყო ჩამოსული შერიგებისთვის. რაღაცა პატარა კონფლიქტი ჰქონდათ, უნდა შერიგებულიყვნენ. შერიგდნენ ჩემი თანდასწრებით. 

მოტივი ის არის, რომ ერთმა თავისი სტუმარი დაიცვა, მეორემ თავისი. ორივე იყო ნასვამი. 

რაც მოხდა მოხდა, გასროლა მოხდა, მეტი არაფერი, ჰაერში იქნა გასროლილი შეშინების მიზნით.

ავტომობილს ვინ მოახვედრა ეგ უნდა გამოიძიოთ თქვენ," - განაცხადა მეუფე იობმა.

დღის ამბები