24 ოქტომბერი 2020,   02:25
ვრცლად
განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის დისტანციური სწავლება სპეციალური წესებით ამოქმედდა

განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების დისტანციური სწავლებისთვის სპეციალური წესები ამოქმედდა. 

მესამე კლასელი ავთო, რომელიც განსაკუთრებულ საჭიროების მქონეა. ერთ-ერთია, ვისი ცხოვრების ყოველდღიური რეჟიმიც მსოფლიო პანდემიის პირობებში შეიცვალა. თუ მას აქამდე მეგობრებთან ერთად სკოლაში სიარული შეეძლო, დღეს განათლების მიღება მხოლოდ ონლაინ რეჟიმის საშუალებით შეუძლია. როგორც ყველასთვის, ავთოსთვისაც რთული აღმოჩდა ახალ რეალობასთან შეგუება.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეებისთვის დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით სპეციალური წესები მოქმედებს. რეკომენდაციების მიხედვით, მასწავლებლებმა გარდა იმისა, რომ აქტიურად უნდა ჩართონ მოსწავლეები სასწავლო პროცესში, უნდა შეძლონ მათთან ემოციური და სპეციალური კავშირის შენარჩუნება. აქტივობები თითოეული მოსწავლისთვის ინდივიდუალურად იგეგმება.

ის, რომ დისტანციური სწავლების პირობებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მშობლის ემოციური მხარდაჭერაა, ამაზე ფსიქოლოგები საუბრობენ. სწავლის პროცესში იმისათვის, რომ პროგრამა წარმატებით დაძლიონ - სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს მშობლების მხრიდან განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებათ.

ამ დროისთვის საქართველოში 9,000 მეტი განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეა. სანამ ისინი სკოლას დაუბრუნდებიან, განათლების სამინისტროს რეკომენდაციით, თანატოლების მსგავსად, ონლაინ რეჟიმში განაგრძობენ განათლების მიღებას.

 

ავტორი: ნინო ფუტკარაძე

დღის ამბები