24 ნოემბერი 2020,   05:22
ვრცლად
"მარტის ბოლოს მოგვმართა ახალგაზრდა ქალმა, რომელმაც განიცადა სექსუალური შევიწროება ექიმის მხრიდან კარანტინში" - ბაია პატარაია 

კარანტინში ექიმის მხრიდან სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტის შესწავლა ომბუდსმენმა უკვე დაიწყო. "საფარის" ინფორმაციით, ფაქტი მარტის ბოლოს მოხდა, რა დროსაც ექიმმა გადაამეტა საკუთარ უფლებამოსილებას და ახალგაზრდა ქალზე არასათანადო შემოწმება განახორციელა.

ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია ითხოვს, ექიმი დროებით ჩამოშორდეს საქმიანობას, სანამ დადგინდება რეალური გარემოებები. 

ინფორმაცია კარანტინში ექიმის მხრიდან სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტის შესახებ, ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაციამ გაავრცელა. 

"მარტის ბოლოს მოგვმართა ახალგაზრდა ქალმა, რომელმაც განიცადა სექსუალური შევიწროება ექიმის მხრიდან კარანტინში. ექიმმა თქვა, რომ ეს არის სწორი მიდგომა და ასეთი გასინჯვა იყო აუცილებელი იყო. ომბუდსმენმა უკვე დაიწყო შესწავლა ძალიან სწრაფი ტემპებით და მიმართა სამედიცინო რეგულირების სააგენტოს, რომელსაც შეუძლია რომ ექიმს სხვადასხვა სანქცია დააკისროს, მათ შორის შეუჩეროს ლიცენზიაც არაეთიკური ქცევისთვის. თუმცა, როდესაც ომბუდსმენმა მოიკითხა, სააგენტომ უპასუხა, რომ ბევრი საქმე აქვთ და ჯერ ამ საკითხისთვის არ მოუცლიათ," - განაცხადა ბაია ბატარაიამ

დღის ამბები