24 ნოემბერი 2020,   04:34
ვრცლად
პატრიარქს მტკიცედ აქვს გამოხატული თავისი ნება - მიიღებს თუ არა ილია მეორე საეკლესიო მსახურებაში მონაწილეობას

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზმა "ღამის კურიერში" პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პატრიარქი მაქსიმალურად ცდილობს, ყოველი შაბათ-კვირის მსახურებას დაესწროს, რასაც პატრიარქების უმრავლესობა ვერ ახერხებს.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, პატრიარქს თავად მღვდელმთავრები და ექიმები სთხოვენ ფიზიკური ძალები შეინარჩუნოს.

"ის მაქსიმალურად სულ ცდილობს, ბევრი პატრიარქი არ დადის ყოველ შაბათ-კვირას, ვერ ახერხებენ. ჩვენ ვთხოვთ ხოლმე, რომ ფიზიკური ძალები შეინარჩუნოს, საღამოს არ მოვიდეს, რომ დილით შეძლოს. რაც შეეხება კონკრეტულ მიზეზს, რომ იგი არ მოვიდეს იმისთვის რომ დაავადება არ შეეყაროს, ეს არის ყველა ადამიანის პირადი გადასაწყვეტი. პატრიარქს მტკიცედ აქვს გამოხატული თავისი ნება," - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

დღის ამბები