24 ნოემბერი 2020,   02:55
ვრცლად
სამეგრელოში სპორტსმენის კლასტერში მყოფ რამდენიმე ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

სამეგრელო-ზემო სვანეთიდან გაგზავნილი ყველა პასუხი უარყოფითია. ზუგდიდიდან და ფოთიდან გაგზავნილ ყველა ნიმუშზე უარყოფითი პასუხი მოვიდა და არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

საუბარია ინფიცირებული სპორტსმენის კლასტერის სამ წევრსა და "ევექსში" მყოფ პაციენტზე.

ზუგდიდის ინფექციურ საავამდყოფოში ინფიცირებული სპორტსმენის სამი კონტაქტი დღეს შეიყვანეს, მათგან ერთი ისევ კარანტინში დააბრუნეს, ინფექციურში კი ამ დრომდე რჩება ორი მამაკაცი.  მათაც, სავარაუდოდ, ისევ ანაკლიის საკარანტინო ზონაში გადაიყვანენ.

დღის ამბები