24 ნოემბერი 2020,   02:55
ვრცლად
ჯასტინ ტრუდო მზადაა, სამედიცინო ნიღბების ექსპორტთან დაკავშირებით ტრამპს ესაუბროს

კანადის პრემიერ-მინისტრი არ აპირებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ სამედიცინო ნიღბების ექსპორტზე დაწესებულ სანქციებს პასუხი შესაბამისი სანქციებით გასცეს.

ჯასტინ ტრიუდო მზად არის, სამედიცინო ნიღბების ექსპორტთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პრეზიდენტს ესაუბროს და არსებული შეზღუდვები დიალოგის რეჟიმით გადაჭრას.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ შტატების პრეზიდენტმა სამედიცინო ინვენტარის ექსპორტზე გატანაზე აკრძალვა დააწესა. კანადას შეერთებული შტატებისგან 3 მილიონი პირბადე უნდა მიეღო. როგორც კანადის პრემიერმა მედიასთან შეხვედრისას აღნიშნა, კანადა და შტატები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არიან და არსებულმა ვითარებამ ეს კავშირი არ უნდა დაარღვიოს.

დღის ამბები