24 ნოემბერი 2020,   04:56
ვრცლად
ბუნტი ტაილანდის ციხეში - პატიმრებმა სამზარეულოს ცეცხლი წაუკიდეს

კორონავირუსის გამო ციხის ბუნტი იყო ტაილანდში. პატიმრებმა ქვეყნის ერთ-ერთ ციხეში, სადაც სასჯელს 2 ათასამდე მსჯავრდებული იხდის, სამზარეულოს ცეცხლი წაუკიდეს. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. 7-მა პატიმარმა კი ციხიდან გაქცევა მოახერხა.

ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, სამართალდამცველებმა გაქცეული მსჯავრდებულები უკან დააბრუნეს.

კორონავირუსის გამო ტაილანდის ციხეებში შეზღუდვები 18 მარტს დაწესდა.

დღის ამბები