24 ნოემბერი 2020,   05:24
ვრცლად
თელავის მუნიციპალიტეტში მდებარე საკარანტინო 25 კაციანმა ჯგუფმა დატოვა

თელავის მუნიციპალიტეტში მდებარე კარანტინი 25-კაციანმა ჯგუფმა დატოვა. აღნიშნული ჯგუფი კარანტინში 13 მარტს გადაიყვანეს.

საკარანტინო ზონები კახეთში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყო, კარანტინში მყოფი პირების ტრანსპორტირება კი ადგილობრივ მთავრობას დაევალა.

კარანტინში მყოფები უზრუნველყოფილი იყვნენ სამჯერადი კვებით, აუცილებელი ჰიგიენური ნივთებით, აგრეთვე 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობით. კარანტინში მყოფთა საცხოვრებელ ადგილას გადაყვანა კახეთის მხარისა და თელავის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული ტრანსპორტით განხორციელდა.

სასტუმროებში, სადაც საკარანტინო სივრცეებია შექმნილი, განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ.

დღის ამბები