24 ოქტომბერი 2020,   01:21
ვრცლად
მთავრობის მიერ ყველა რეკომენდაციის იმპლემენტაცია ძალიან სწრაფად ხდებოდა - პაატა იმნაძე პრემიერს მადლობას უხდის

კითხვაზე, ხედავს თუ არა პაატა იმნაძე  საყოველთაო კარანტინის გამოცხადების აუცილებლობას, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით, ამის აუცილებლობა არ არსებობს.

"ჯერჯერობით, საყოველთაო კარანტინის შესახებ რეკომენდაცია არ გაცემულა. როგორც კი ამის პირველ საჭიროებას დავინახავთ, იმედი მაქვს, ეს განხორციელდება მომენტალურად, როგორც აქამდე ხდებოდა.

ყველა რეკომენდაცია, რომელიც დღემდე იყო გაცემული, ძალიან სწრაფად ხდებოდა ამის იმპლემენტაცია, რისთვისაც, პირადად მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გიორგი გახარიას,"- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

დღის ამბები