30 ოქტომბერი 2020,   03:00
ვრცლად
ბიზნესთან კოორდინაციით ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საბაზისო პროდუქტი არ გაძვირდეს - ბიზნესომბუდსმენი

ეკონომიკური პრობლემები და ვალუტის კურსი, არის კორონავირუსისგან გამოწვეული ყველაზე მწვავე პრობლემები, რამაც შესაძლოა, საზოგადოების ფინანსურ მდგომარეობაზე სერიოზული გავლენა იქონიოს.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ცდილობს მდგომარეობის დასტაბილურებას. 

"როდესაც ვსაუბრობთ ვალუტის კურსზე და იმპორტიორებზე, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოველდღიური კავშირი გვაქვს იმპორტიორებთან, რომ ფასების დასტაბილურება მოხდეს. ბიზნესთან კოორდინაციით ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საბაზისო პროდუქტი არ გაძვირდეს. ეს ტრენდი კი, რასაც ვალუტის გაუფასურება ჰქვია, დასტაბილურდება. ეს კი, არის იმ მძიმე გამოწვევის გამოძახილი, რასაც კორონავირუსი ჰქვია. მჯერა, რომ მაქსიმალურად შევამცირებთ დანაკარგებს და ზარალს, რასაც იწვევს კორონავირუსი,"- განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

დღის ამბები