21 ოქტომბერი 2020,   05:32
ვრცლად
მარნეული და ბოლნისი წითელ ზონად რჩება - ჩაკეტილ მუნიციპალიტეტში სურსათის და მედიკამენტების პრობლემა არ არის

ჩაკეტილი მარნეული და ბოლნისი წითელ ზონად რჩება. ორივე მუნიციპალიტეტში მკაცრი რეგულაციები მოქმედებს. მიმდინარეობს მოქალაქეების შემოწმება, შეზღუდულია გადაადგილება.

რეგიონში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. 

"ყველა მუნიციპალიტეტში და დასახლებაში სურსათი, საწვავი და მედიკამენტები არის. ხსნარით დეზინფექცია გრძელდება, ტექნიკა მუშაობს და მასიურად მიმდინარეობს დეზინფექცირება, როგორც მუნიციპალიტეტის ცენტრებში, ასევე სოფლებშიც. 

კონტროლდება სახელმწიფო დაწესებულებები და მიმდინარეობს დეზინფექცია, შაუმინის დევნილთა დასახლებაში დღეს შემოდის ჯგუფი და შეთანხმებულია, რომ სპეციალური დამუშავება მოხდეს ამ დასახლების.

მედიკოსთა ის პერსონალი, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, ყველა ბრიგადა შემოწმებულია და არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა," - განაცხადა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა. 

დღის ამბები