26 ნოემბერი 2020,   02:03
ვრცლად
2000 ექიმი და 3000-ზე მეტი საწოლის მობილიზაციის საშუალება გვაქვს - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების შეფერხების მიზნით, საქართველოს ხელისუფლებამ უკიდურესად მკაცრ ზომებს მიმართა.  შესაბმისად,  ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, ვალდებულია, გაიაროს 14 დღიანი საკარანტინო ზონა.

კითხვაზე- ჰყავს თუ არა საქართველოს, შესაბამისი რაოდენობის გადამზადებული სამედიცინო პერსონალი და ინფექციონისტები,  თუ ვირუსის გავრცელების მასშტაბი გაიზრდება, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო აქტიურად იყენებს სხვა ქვეყნების წარმატებულ გამოცდილებას ვირუსთან ბრძოლაში.

ეკატერინე ტიკარაძის  თქმით, 80% ამ დაავადებისა ისეთი სიმპტომებით მიმდინარეობს, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლი შეძლებს ამ შემთხვევების ბინაზე მართვას. გარდა ამისა, გამოცხადებულია სრული მობილიზაცია და 2000 ექიმი სავსებით შეძლებს პაციენტების იმ რაოდენობის  მართვას, რომლებიც შესაძლოა, დაინფიცირდნენ.

"რაც შეეხება სტაციონარულ სექტორს, ჩვენ ამ ეტაპისთვის 3000-ზე მეტი საწოლის მობილიზაციის საშუალება გვაქვს," - განაცხადა ტიკარაძემ.

დღის ამბები