06 დეკემბერი 2020,   04:53
ვრცლად
მართლმადიდებელი მრევლი ლოცვებს ტაძრის ეზოში მოისმენს - ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერი

მართლმადიდებელი მრევლი ლოცვებს ტაძრის ეზოში მოისმენს - ამის შესახებ ბათუმის საკათედრო ტაძარში საღამოს ლოცვის შემდეგ მამა იოანე გორელიშვილმა განაცხადა. მან მრევლს მოუწოდა ჩაიცვან თბილად და ტაძრის ეზოში ერთმანეთისგან დისტანცირებულად განლაგდნენ. სასულიერო პირები წირვას აღავლენენ ტაძარში, მრევლი კი ტაძარის გარეთ რადიოფიცირების საშუალებით მოისმენს. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ზიარება ტაძრის კართან მოხდება.

"ეკლესია ითვალისწინებს ამ საგანგებო მდგომარეობას, რომელიც არის ჩვენ ქვეყანაში გამოცხადებული. მრევლს გაქვთ წინასწარ გაფრთხილება - ჩაიცვით თბილად, ვინაიდან ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან, გარეთ არის დამონტაჟებული გახმოვანება, თქვენ ერთმანეთთან დისტანციის დაცვით იქნებით ეზოში და ისე მოისმენთ ღვთისმსახურებას. წირვის დასრულების შემდეგ ჩვენ გამოვალთ კართან და ისე გაზიარებთ,"-განაცხადა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა მამა იოანე გორელიშვილმა.

დღის ამბები