27 სექტემბერი 2020,   14:59
ვრცლად
"შერატონში" ახალგაზრდული ორგანიზაცია "რეფორმერის" პრეზენტაცია-შეკრება გაიმართა

"შერატონში" ახალგაზრდული ორგანიზაცია "რეფორმერისპრეზენტაცია-შეკრება გაიმართა, რომელზეც ორგანიზაციამ მიმდინარე და სამომავლო პროექტები წარდგინა. ამავდროულად დაჯილდოვდნენ ღია კონკურსში გამარჯვებული სტუდენტებიც, რომლებსაც ფულადი ჯილდოები გადაეცათ, ისინი მალე ევროპარლამენტში გაემგზავრებიან.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათი მიზანი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სოციალურ პროექტებში ახალგაზრდების ჩართვაა განსაკუთრებით კი ევროინტეგრაციის მიმართულებით.

"რეფორმერი" სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და ეკონომიკურ პროექტებს თბილისსა და რეგიონებში ახორციელებს.

დღის ამბები