26 ნოემბერი 2020,   02:27
ვრცლად
"საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" მრჩეველი "ფრონტერას" საქმიანობაში ჩარევას უარყოფს

კომპანია "ფრონტერას" წინააღმდეგ სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოში მოსარჩელე მხარე ნავთობისა და გაზის კორპორაციაა.

როგორც "კურიერთან" საუბრისას "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის"  მრჩეველმა ვაჟა ხიდაშელმა განაცხადა, არასწორია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორპორაცია "ფრონტერას" საქმიანობაში უხეშად ჩაერია.

გარდა ამისა, ვაჟა ხიდაშელის განმარტებით, ამერიკელ კონგრესემენს ინფორმაცია სავარაუდოდ არასწორად მიაწოდეს.

"ჩვენ არ განგვიხორციელებია არანაირი ძალადობრივი მოქმედება და არანაირად არ ჩავრეულვართ "ფრონტეას" საქმიანობაში. საარბიტრაჟო საქმის წარმოების დღიდან დღემდე, ჩვენ შეგნებულად თავს ვიკავებდით ამ კომპანიის საქმიანობაში ჩარევისაგან, რათა მსგავი ბრალდებებისთვის საფუძველი არ მიგვეცა. სავარაუდოდ, საქმე არის არასწორი ინფორმაციის მიწოდებასთან ან შეგნებულ დეზინფორმაციასთან," - აღნიშნა ვაჟა ხიდაშელმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლება ამჯერად ამერიკელმა კონგრესმენმა პიტ ოლსონმა გააკრიტიკა. ამერიკელი პოლიტიკოსმა აქცენტი რუსულ გავლენებზე და უცხოურ ინვესტიციებზე გააკეთა. მის გამოსვლაში კიდევ ერთხელ გაიჟღერა ნავთობკომპანია"ფრონტერას" სახელმა, რომელზეც მანამდე კონგრესმენთა წერილშიც იყო საუბარი და რომლის საქმიანობაც საქართველოში საარბიტრაჟო სასამართლოში განიხილება.

დღის ამბები