05 აგვისტო 2020,   15:27
ვრცლად
31 დეკემბრის ღამეს დაკავებული მოქალაქეების საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა

31 დეკემბრის ღამეს დაკავებული მოქალაქეების საქმეზე, მოსამართლე ივანე აღნიაშვილმა გადაწყვეტილება გამოაცხადა - ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია" სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ზური მჟავანაძეს სიტყვიერი შენიშვნა მისცეს, ბექა კოკაიას, გიორგი მუმლაძის, ზურაბ ბერძენიშვილისა და ლაშა ბურდულის საქმის წარმოება კი შეწყდა. 

"წარმოადგინეს ვიდეო მტკიცებულებები, სადაც ხშირ შემთხვევაში არც ვჩანდით, ან თუ ვჩანდით იქ, კანონდარღვევასთან საერთოდ არ გვქონდა შეხება. მოხარულები ვართ, რომ სასამართლომ ამ შემთხვევაში ძალიან ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო," - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ბექა კოკაიამ.

უკვე გათავისუფლებული პირების ადვოკატის განცხადებით კი, მოსამართლემ 5-დან ერთ პირს მოსამართლემ სიტყვიერი შენიშვნა მისცა, დანარჩენი 4 კი სრულად გაამართლა.

"5 პირიდან 4 სრულად გაათავისუფლა პასუხისმგებლობისგან და შეწყვიტა სამართალწარმოება. მეოთხე პირი კი, ერთ მუხლში გაამართლა, ხოლო მეორე მუხლთან მიმართებაში სამართალდარღვევად ცნო, თუმცა გაათავისუფლა პასუხისმგებლობისაგან და შემოიფარგლა მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით," - აღნიშნა ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა.

დღის ამბები