05 აგვისტო 2020,   14:30
ვრცლად
ახალი საოკუპაციო ხაზისთვის წითლად მონიშნული ხეები - პოლიტიკოსების შეფასებები

ახალი საოკუპაციო ხაზისთვის წითლად მონიშნული ხეები ჩორჩანა-პერევის მონაკვეთზე - ოპონენტები ხელისუფლებას საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართვისკენ მოუწოდებენ.

მართველ გუნდში კი ამბობენ , რომ ხელისუფლება სიტუაციის გასაუმჯობესებლად ყველა საჭირო ინსტრუმენტს იყენებს. ადგილზე ნიშნულების გაკეთების ფაქტის ამსახველი ფოტოები ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას წევრებმა" გაავრცელეს.

მოგვიანებით კი ფაქტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც დაადასტურა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი სერგი კაპანაძე ფიქრობს, რომ საჭიროა უმკაცრესი და მყისიერი რეაგირება. 

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საქართველოს წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები სუსტია და რუსეთს ამის არ ეშინია.

"ეს არის მუდმივი განმეორებადი დანაშაული, რასაც სჭირდება რეაგირება. რუსეთს არ ეშინია ჩვენი მხდალი განცხადებების,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აღნიშნავს, რომ აუცილებლად შემუშავდება გეგმა, რომელიც მდგომარეობას დაასტაბილურებს.

"ჩვენ გვექნება რეაგირება ამ ყველაფერზე დავილაპარაკებთ და შევიმუშავებთ გეგმას, აქტიურად გამოვიყენებთ ყველა საერ​​თაშორისო პლატფორმას," განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები