29 ნოემბერი 2020,   21:36
ვრცლად
3 მილიარდ 771 მილიონი აშშ დოლარი - 2019 წლის ექსპორტის მონაცემები რეკორდულად მაღალია

საქსტატის წინასწარი მონაცემით, 2019 წელს სავაჭრო დეფიციტი მნიშვნელოვნად - 489.0 მლნ. აშშ. დოლარით შემცირდა და 5 291.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. 2019 წელს სავაჭრო დეფიციტმი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტს უტოლდება და წინა წელთან შედარებით 5.0 პროცენტული პუნქტით არის გაუმჯობესებული.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ექსპორტის ზრდაზე დადებითი გავლენა მოახდინა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებმა, რომლებიც საქართველოს აქვს გაფორმებული სხვადასხვა ქვეყანასთან.

"გვაქვს საკმაოდ მაღალი ზრდა, რომელიც 12,4%-ს შეადგენს. შედეგად, 2019 წლის ჯამური მაჩვენებელი არის რეკორდულად მაღალი და 3 მილიარდ 771 მილიონ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. ამავე დროს, იმპორტის შემთხვევაში, მცირედი კლება ფიქსირდება, კლების ტემპი 0.8%-ია. შედეგად, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გვაქვს საქონლით სავაჭრო დეფიციტის შემთხვევაში,"-განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

დღის ამბები