27 სექტემბერი 2020,   15:39
ვრცლად
ბოკერია 8 წლის შემდეგ როცა ამბობს, რომ მის წინააღმდეგ არის პოლიტიკური დევნა, არასერიოზულია - თალაკვაძე

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას, გენერალურ პროკურატურაში დაბარებას პარლამენტის წევრი არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა.

თალაკვაძის შეფასებით, ბოკერიას განცხადებები პოლიტიკურ დევნაზე უსაფუძვლოა.

"2012 წლის არჩევნებით შეიცვალა ხელისუფლება, რომელსაც წარმოადგენდა ბატონი ბოკერია და 8 წლის შემდეგ როცა ამბობს, რომ მის წინააღმდეგ არის პოლიტიკური დევნა, ჩემი აზრით, არასერიოზულია, იმიტომ რომ ყველა ვხედავთ, რომ ის არის პარლამენტის წევრი, ამ წლების განმავლობაში იყო ძალიან აქტიური ოპონენტი.

არის გამოძიება, მასაც, როგორც სხვა მოქალაქეებს, აქვს ვალდებულება, გასცეს პასუხი გამოძიებას," - განაცხადა თალაკვაძემ.

დღის ამბები