30 ოქტომბერი 2020,   03:39
ვრცლად
რუსეთმა 2 გერმანელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა

მოსკოვის საპასუხო ზომები ბერლინს - რუსეთმა 2 გერმანელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა.

რუსეთის საგარეო უწყებამ გერმანიის ელჩი დაიბარა და შესაბამისი ნოტა გადასცა. მათ ქვეყანა 7 დღეში უნდა დატოვონ.

გერმანიის საგარეო უწყებამ დიპლომატების გაძევებას გაუმართლებელი და შემაშფოთებელი გზავნილი უწოდა. მანამდე გერმანიამ 2 რუსი დიპლომატი გააძევა. მიზეზი ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის სკანდალია. ბერლინის განმარტებით მოსკოვი მკვლელობის საქმის გამოძიებაში არასათანადოდ თანამშრომლობდა.

დღის ამბები