30 ოქტომბერი 2020,   03:40
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმის ტყვე - ვაჟა გაფრინდაშვილის ახლობლები ხელისუფლების არასაკმარის მცდელობაზე საუბრობენ 

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ქართველი ექიმის ოჯახის წევრები, კოლეგები და მეგობრები დღეს გაეროს ოფისთან შეიკრიბნენ. ფიქრობენ, რომ ხელისუფლების მცდელობა ოკუპანტების მიერ დატყვევებული ექიმის დასახსნელად, არასაკმარისია. ამ მიზეზით, ტრავმატოლოგ-ორთოპედის ოჯახმა პროცესში გაერთიანებული ერების ადამიანის დაცვის უმაღლესი კომისრის ჩართვა მოითხოვა.   

"ექიმი საზღვრების გარეშე" - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე ქუთაისშიც ვაჟა გაფრინდაშვილს მიეძღვნა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაკავებული ექიმის ოჯახს სოლიდარობა გამოუცხადეს 

ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს ევროპარლამენტარების ნაწილიც. ევრონესტის ასამბლეის წევრმა დეპუტატებმა დღეს განცხადებაც გაავრცელეს, სადაც დატყვევებულის გასათავისუფლებლად საერთაშორისო თანამეგობრობას პროცესში ჩართვას თხოვენ. დოკუმენტში კიდევ ერთხელ არის ხაზი გასმული ფაქტზე, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ტყვეობიდან დახსნის ყველა გზა ნაცადია. ოფიციალური თბილისის წარმომადგენლებს ოკუპანტებთან მოსალაპარაკებლად ახლა უკვე, დასავლელი პარტნიორების დახმარების იმედი აქვთ.

არარსებული საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით ვაჟა გაფრინდაშვილი თვეზე მეტია ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. ოკუპირებული ახალგორის ე.წ. სასამართლო ექიმის საქმეზე სავარაუდოდ 13 დეკემბერს იმსჯელებს.

დღის ამბები