28 ნოემბერი 2020,   00:38
ვრცლად
რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

53 წლის ასაკში რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა. ახლობლები გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევას ასახელებენ.

რეჟისორის გარდაცვლებას უკვე გამოეხმაურა მსახიობი გიორგი ნაკაშიძე.

"გენიალური, საინტერესო და მხიარული  ადამიანი გარდაიცვალა. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ხელშესახებად ბედნიერი დღეების მთავარი მონაწილე იყო. ეს შემიძლია ვთქვა," - განაცხადა მსახიობმა.

ზაზა ურუშაძის რეჟისორობით გადაღებულია 6 ფილმი და ორი ტელესერიალი. 2013 წელს გამოვიდა მის მიერ გადაღებული ესტონურ-ქართული პროდუქცია "მანდარინები".

ფილმი ნომინირებული იყო ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე და "ოსკარზე" საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.

დღის ამბები