29 ოქტომბერი 2020,   06:56
ვრცლად
ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკებისთვის მომსახურების ტარიფები გაათანაბრა - ახალ რეგულაციას ექიმები აპროტესტებენ

სამედიცინო კლინიკების ხელმძღვანელების ნაწილი იმ დადგენილებაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც კლინიკებში ტარიფები გათანაბრდა.

როგორც სამედიცინო დაწესებულებებში ამბობენ, საგრძნობლად შემცირდა ფასები რეანიმაციულ მომსახურებაზე, კარდიოლოგიაზეკარდიოქირურგიაზეარითმოლოგიასა და ნევროლოგიაზე. უმეტესად კი, სამინისტროს მიერ განსაზღვრული ტარიფები მომსახურების თვითღირებულებაზე ნაკლებია.

კლინიკების ხელმძღვანელების თქმით, ახლა ფიქრი არა განვითარებაზე, არამედ გადარჩენაზე უწევთ. 

მედიკოსების უმრავლესობა ღიად ამბობს, რომ ფასების შემცირება პაციენტების მომსახურების ხარისხის გაუარესებაზე პირდაპირ აისახება. ექიმების ნაწილის განცხადებით, შესაძლოა ზოგიერთი დარგი საერთოდ გაჩერდეს.

ექსპერტების ნაწილისთვის გაუგებარია, რაში დასჭირდა ჯანდაცვის სამინიტროს ფასების განსაზღვრაში რადიკალური ჩარევა. ექსპერტების ნაწილი კი თვლის, რომ სამინისტრო ჯანდაცვის ბიუჯეტის ეფექტურად ხარჯვისთვის სწორი გადაწყვეტილება მიიღო. 

26-მა სამედიცინო დაწესებულებამ და დარგის ასოციაციებმა ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილების გადავადების მოთხოვნით უკვე მიმართეს.

მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კლინიკებმა ვერ წარმოადგინეს არგუმენტირებული პოზიცია, თუ რატომ უნდა დარჩეს ის ტარიფები, რაც დადგენილების ამოქმედებამდე არსებობდა. სამინისტრო მზად არის, დასაბუთებული პოზიციის შემთხვევაში, საკითხზე იმსჯელონ.

ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილება ძალაში 21 ნოემბერს შევიდა. შეიცვლება თუ არა სამინისტროს პოზიცია და როგორ გააგრძელებენ მუშაობას კლინიკები, რომლებიც სამინისტროს გადაწყვეტილების წინააღმდეგი არიან ჯერჯერობით უცნობია.

ავტორი: ქეთი ზანთარაია. 

დღის ამბები